დმიტრო კულება - თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა ემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადოს, იგივეა, ერთი ხელით დაეხმაროს უკრაინას, მეორე ხელით კი რუსებს უკრაინელების მკვლელობაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები დათანხმდებიან რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას მიწოდებული რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ, მაშინ ამ გზით ისინი აგრესორს უკრაინელების მკვლელობაში დაეხმარებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ Twitter გვერდზე განაცხადა.

„თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა ემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადოს, ეს იგივეა, რომ ერთი ხელით დაეხმაროს უკრაინას და მეორე ხელით კი რუსებს უკრაინელების მოკვლაში. მოვუწოდებ დაინტერესებულ ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებელი არჩევანი“, - აღნიშნა კულებამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურს მხოლოდ რუბლებში მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა