ალექსეი რეზნიკოვი - ომის ეს პერიოდი, ისტორიაში შევა, როგორც „უძლეველობის თვე“ - გმირულმა მარიუპოლმა, უძლეველმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა და ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ ოკუპანტები ვერ გაბატონდებიან ჩვენს მიწაზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა თანამემამულეებს მიმართა.

მისი თქმით, ომის ეს პერიოდი, ისტორიაში შევა, როგორც „უძლეველობის თვე“.

„ძვირფასო უკრაინელებო! ომის ეს პერიოდი, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმზე 8 წელზე მეტი ხნის წინ თავდასხმით დაიწყო, ისტორიაში შევა, როგორც „უძლეველობის თვე“. უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა გაუძლო დარტყმას, რომელსაც შეეძლო ბევრის განადგურება, მაგრამ არა ჩვენი“, - აღნიშნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს და განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ უკრაინა მათთვის ყველაფერზე მაღლა დგას. მან განაცხადა, რომ ისინი არავის მისცემენ უფლებას წაართვან ის სახელმწიფო, რაზეც ოცნებობდენ, რისთვისაც იბრძოდნენ და დაიღუპნენ.

„ამ თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უძლეველობის მრავალი სიმბოლო. გმირულმა მარიუპოლმა, უძლეველმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა და ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ რუსი ოკუპანტები ვერ გაბატონდებიან ჩვენს მიწაზე. ხერსონი, სადაც უიარაღო მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ დამპყრობლებს, ყველას უმტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები არავინ მოიხმო. ესენი არიან ომის დამნაშავეები ტერორისტული სახელმწიფოდან, რომლებიც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ”, - დასძინა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოკლეს 120-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი.

„ათასობით პატარა უკრაინელმა დაკარგა მშობლები, სახლი და განიცადა ისეთი რამ, რასაც ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ მტერს”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედოები „აუპატიურებენ, ძარცვავენ, ანადგურებენ ყველაფერს, რისი მოპარვაც არ შეუძლიათ“.

რეზნიკოვმა პირობა დადო, რომ ისინი შურს იძიებენ მტრის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მწუხარებისთვის, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჯერ კიდევ ძალიან რთული პერიოდი ელით წინ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსული საომარი მანქანა არ გაჩერდება, „ვიდრე საკუთარი ჯარისკაცების სისხლში არ ჩაიხრჩობა“. მისივე თქმით, რუსული საზოგადოება უკვე განიცდის გარკვეულ შედეგებს, მაგრამ დაშინებული და პასიურია.

„მაშასადამე, ჩვენი ერთადერთი გზაა გავუძლოთ მორდორის შემოჭრას. ჩვენ მათ გავყრით. ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ გავასუფთავებთ ჩვენს მიწას ომის შედეგებისგან. ამას მთელი ჩვენი ძალისხმევა და დრო დასჭირდება”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა