შვეიცარიაში, სანქციების შედეგად, დაახლოებით 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინულია

შვეიცარიაში, დაახლოებით 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები სანქციების შედეგად გაყინულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მაღალჩინოსან ერვინ ჰოლინგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება სანქციების სიებში ცალკული პირებისა და ორგანიზაციების პოტენციური დამატებების გამო.

ცნობისთვის, შვეიცარიის ფინანსური ინდუსტრიის ასოციაციის შეფასებით, შვეიცარიის ფარული ბანკები 213 მილიარდ დოლარამდე რუსულ სიმდიდრეს ფლობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა