დიმიტრი პესკოვი - ბორის ჯონსონს ჩვენ ვხედავთ, როგორც ანტირუსულ რბოლაში ყველაზე აქტიურ მონაწილეს - ეს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკის ჩიხს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არის ყველაზე აქტიური ანტირუსული ლიდერი, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონ ჯონსონს, ჩვენ მას ვხედავთ, როგორც ანტირუსულ რბოლაში ყველაზე აქტიურ მონაწილეს. ეს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკის ჩიხს“, - განაცხადა პესკოვმა მოსკოვში გამართულ რეგულარულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნების უმეტესობას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების „ისტერიული და არაადეკვატური“ გაგება აქვს.

კრემლის სპიკერმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევებასთან დაკავშირებითაც, რასაც იძულებითი ღონისძიება უწოდა და გასულ თვეს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ 12 რუსი დიპლომატის ნიუ-იორკში გაეროს მისიიდან გაძევებას დაუკავშირა.

პესკოვმა ჟურნალისტებს ასევე დაუდასტურა, რომ სანქცირებულმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ადრეული როლი ითამაშა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„მან საწყის ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ გუნდს შორის, რუსებსა და უკრაინელებს შორის", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ არ ჩანდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯაროდ, ჟურნალისტებს მან უპასუხა, რომ ის უკრაინით იყო დაკავებული და ახლა მედიით აქტივობის დრო არ იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა