„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის  მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვედრაზე საქართველოში მედიაციის (როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის) მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე განიხილეს მედიაციის განვითარების განვლილი ეტაპები, სადაც ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი ორი წელი გარდამტეხი ცვლილებების წლები იყო მედიაციისთვის - ამოქმედდა მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი, დაარსდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, შემუშავდა 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა, მედიატორთა სერტიფიცირების წესი ევროპელი ექსპერტების ჩართულობით და რჩევების გათვალისწინებით, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).

ასევე აღინიშნა, რომ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ აქვს წამყვანი როლი საქართველოში მედიაციის ინსტიტუციონალიზაციასა და განვითარებაში, მედიაციის პოლიტიკის წარმართვაში, ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთშეთანხმების კულტურის დამკვიდრებაში. ასოციაცია დაფუძნების დღიდან ზრუნავს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაზე და ხელს უწყობს მედიაციის პროფესიას, რომ დარგი მეტად პოპულარული, პრესტიჟული და მოთხოვნადი გახდეს, ხოლო მედიატორის სერვისის გამოყენება - სანდო და ეფექტიანი.

ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს მედიაციის და ახლადდაფუძნებული „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა