საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2014 წლიდან, სწორედ სებ-ის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ფულის გლობალურ კვირეულს აღნიშნავს.

როგორც სებ-ში განმარტავენ, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უნივერსიტეტში ლექცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას საქმიანობს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ამ მიმართულებით.

"თუკი შევხედავთ ომისა და პანდემიის შედეგებს, გარდა ადამიანური დანაკარგისა, რომელიც შეუფასებელია, შესამჩნევია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგიც. საზოგადოების ნაწილი კარგავს სამსახურს, წყვეტს ბიზნესსაქმიანობას, რაც ნეგატიურად აისახება ინდივიდებისა და საოჯახო მეურნეობების შემოსავლებზე და შესაბამისად, მათი ცხოვრების ხარისხზე. თუკი დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამ შედეგს გაუმკლავდეს ფინანსური განათლება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ სწორად ვმართავთ ფინანსებს, სწორად ვანაწილებთ შემოსავლებს, ვაკეთებთ დანაზოგს, ვქმნით "უსაფრთხოების ბალიშს", ვახდენთ დივერსიფიცირებულ ინვესტირებას, შოკურ პერიოდებს ბევრად მშვიდად გავივლით და ეს რადიკალურად არ აისახება ჩვენი ცხოვრების დონეზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების გაძლიერების პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენთვის პატივია, ეროვნულ ბანკთან მემორანდუმის გაფორმება. მინდა ეროვნულ ბანკს მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება