დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკისა და ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლისადმი მტკიცე ერთგულება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს ლიდერების სამიტის დასრულებეის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატოს გაფართოება ისტორიული წარმატების მაგალითია ევროპაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის გავრცელების კუთხით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ინფორმაციისთვის, ჩრდილო ატლანტიკური შეთანხმების (ვაშინგტონის შეთანხმება) მეათე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ, ერთსულოვანი შეთანხმებით, ხელშეკრულებასთან შეერთების მიზნით მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ამ ხელშეკრულების პრინციპები და ხელი შეუწყოს ჩრდილო ატლანტიკური ზონის უსაფრთხოებას.