ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, მაჩიე ჩურას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.

“ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის დინამიკას.

ფინანსთა მინისტრმა EIB-ის მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

დადებითად შეფასდა EIB-ის ჩართულობა კერძო სექტორის ოპერაციებში, რადგან კერძო სექტორი არის ზრდის, დასაქმებისა და ინოვაციების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ასევე, ხაზი გაესვა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება-გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, EIB-სთან თანამშრომლობა გამორჩეულია, არა მხოლოდ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერის, არამედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

აღინიშნა, რომ ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, გააგრძელებს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდა.

შეხვედრაზე თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გამოთქვა სრული მზაობა საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა სახელმწიფო სექტორში განახორციელა 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო დახმარების საერთო მოცულობა კერძო სექტორის ჩათვლით, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2, 04 მილიარდი ევროა. დახმარების ამ მოცულობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა