ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტი გააფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მათი კუნძულის გოტლანდის ოკუპაცია მოახდინოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტი გააფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მათი კუნძულის გოტლანდის ოკუპაცია მოახდინოს. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, შვედეთის პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა შვედი არქიტექტორები, კომპანიები, შვედეთის სახელმწიფო და ხალხი მოიწვია ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც მან „ისტორიულ პროექტი“ უწოდა.

„მე გეპატიჟებით, აჩვენოთ მსოფლიოს, ყველა ახლანდელ და მომავალ თაობას, რომ ომი არ მუშაობს, არამედ მუშაობს მშვიდობა და ის სიცოცხლეს იძლევა. შვედეთი არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ამას ვთავაზობთ. აღდგენის მიზნით, თქვენ შეგიძლიათ მფარველობა გაუწიოთ ნებისმიერ ქალაქს, რეგიონს ან ინდუსტრიას", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე ბევრი გააკეთა „საერთო ევროპული ღირებულებების დასაცავად“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა