ლატვიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე სანქციების დაწესება უნდა განიხილონ

ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე სანქციების დაწესება უნდა განიხილონ, რათა უკრაინაში ომი შეაჩერონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არტურს კარინსის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ენერგეტიკული სანქციები იქნება გზა, რათა პუტინის ომის ხაზინაში ფულის შედინება შეჩერდეს.

,,ყველაზე ლოგიკური ადგილი წინსვლისთვის არის ნავთობი და ქვანახშირი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი, რადგან თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს, იგი არ გაჩერდება", - დასძინა კარინსმა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, სამიტს ესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო