რომის პაპის განცხადებით, ქვეყნების მიერ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და სანქციების დაწესება ომიდან გამოსავალი არ არის

რომის პაპის თქმით, ქვეყნების მიერ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და სანქციების დაწესება ომიდან გამოსავალი არ არის. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა ქვეყნები სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო.

ამასთან, მან რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას "სიგიჟე" უწოდა.

რომის იტალიურ ქალთა ცენტრში საუბრისას პაპმა "სამარცხვინო" უწოდა უკრაინაში ომს, რომელიც "ძალაუფლებაზე დაფუძნებულ ძველ ლოგიკას ეყრდნობა, რომელიც ჯერ კიდევ დომინირებს ე.წ. გეოპოლიტიკაში.

მან სანქციები და იარაღი, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალება უარყო და თქვა, რომ მსოფლიომ თავისი მმართველობის გზას ხელახლა უნდა გადახედოს, რათა არ დაექვემდებაროს „ეკონომიკურ-ტექნოკრატიულ-სამხედრო ძალას“.

„ახლა ნათელია, რომ კარგი პოლიტიკა არ შეიძლება მომდინარეობდეს ძალაუფლების კულტურიდან, რომელიც გაგებულია როგორც ბატონობა და ჩაგვრა. ეს უნდა მომდინარეობდეს ზრუნვის - ადამიანსა და მის ღირსებაზე ზრუნვის კულტურიდან და ჩვენს საერთო სახლზე ზრუნვაზე უნდა იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა ფრანცისკემ.

”კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ომი პასუხი არ არის იარაღი, სხვა სანქციები, პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსები, არამედ პასუხი განსხვავებული მიდგომაა - გლობალური სამყაროს მართვის სხვა გზაა, რომელიც „კბილების არ გამოჩენა“ უნდა იყოს. მადლობა ღმერთს, რომ ამის „სამკურნალო“ მოდელი უკვე არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის კვლავ ექვემდებარება ეკონომიკურ-ტექნოკრატიულ-სამხედრო ძალას“, - განაცხადა რომის პაპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო