უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარს კიევის მიმდებარედ უკან დაახევინეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჯარს კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან უკან დაახევინა,- აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდ მატუზიანიკმა განაცხადა, რომ ზოგიერთ სექტორში ოკუპანტებმა 70 კმ-ზე მეტი მანძილით დაიხიეს უკან, ხოლო ზოგ მონაკვეთზე მტერი 35 კმ-ში დგას.

უკრაინის თავდაცვის უწყებით სპიკერის თქმით, რუსეთი არ კარგავდა კიევის ალყაში მოქცევისა და ხელში ჩაგდების იმედს. მატუზიანიკმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი დამატებით სამხედრო აღჭურვილობას აგზავნიდა ბელარუსში, რათა თავისი ჯარი გაეძლიერებინა უკრაინის დედაქალაქზე შემდგომი თავდასხმის მიზნით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა