G7- ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ პუტინს, ამ აგრესიის არქიტექტორებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ

G 7-ის ლიდერების განცხადებით, მათ გადაწყვიტეს დააკისრონ მძიმე შედეგები რუსეთს და მზად არიან გამოიყენონ დამატებითი ზომები, ,,როგორც საჭიროა“.

ერთობლივ განცხადებაში დიდი შვიდეულის წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის "არჩევანის ომი" და მისი "გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და უკანონო" აგრესია უკრაინაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ახლავე, „დაყოვნების გარეშე“ უნდა შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ.

G7-ის ლიდერებმა მოუწოდეს ბელარუსს, „აირიდონ შემდგომი ესკალაცია და თავი შეიკავოს სამხედრო ძალების უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებისგან“, და მოუწოდეს „ყველა ქვეყანას არ გაუწიონ სამხედრო ან სხვა სახის დახმარება რუსეთს“.

,, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს და ამ აგრესიის არქიტექტორებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავიანთ ქმედებებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე და აღნიშნეს, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ.

წარმომადგენლების განცხადებით, მათ არაფერი აქვთ რუსი ხალხის საწინააღმდეგო.

,, რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ეს არის პრეზიდენტი პუტინი, მისი მთავრობა და მხარდამჭერები, მათ შორის ბელარუსის ლუკაშენკოს რეჟიმი, რომლებიც ამ ომს და მის შედეგებს წარმართავენ და ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს რუსი ხალხის ისტორიას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა