ჯო ბაიდენი - სანქციების შენარჩუნება, ტკივილის გაზრდა, სწორედ ეს შეაჩერებს პუტინს - მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანი და მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა სასტიკია ის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთთან მიმართებით, ერთიანი ფრონტის შენარჩუნების მოწოდებით მიმართავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კითხვაზე, შეაკავებს თუ არა სანქციები პუტინს, ბაიდენი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანქციები შენარჩუნდეს.

"სანქციების შენარჩუნება, ტკივილის გაზრდა - დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ერთი თვის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. სწორედ ეს შეაჩერებს მას", - ამბობს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი და მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა სასტიკია ის", - დასძინა ბაიდენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო