მარია ზახაროვა - ნატო-ს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება სურს

ნატო-ს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

აღნიშნული განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება ნატო-ს დღევანდელ სამიტს და მასზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, გადაწყვეტილება კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ცხადყოფს, რომ დასავლურ ალიანსს სურს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება.

„ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვაშინგტონს აბსოლუტური ლოიალურობა გამოუცხადეს და სრული მზადყოფნა გამოთქვეს მიყვნენ რუსეთის ტოტალური შეჩერების კალაპოტს. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კიევის რეჟიმის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ ამტკიცებს, რომ ალიანსს აქვს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ინტერესი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო