უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების მოიერიშე თვითმფრინავი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა 24 მარტს რუსული ძალების სუ-34 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 24 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში საავიაციო აქტივობა შეამცირეს, მაგრამ გაზარდეს ოპერატიულ-ტაქტიკური და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა საჰაერო დაზვერვის განხორციელების მიზნით.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ხარკოვის ოლქში სუ-34 ტიპის ერთი მოიერიშე თვითმფრინავი და ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს