ბუჩას, ირპენს, ახტირკასა და ნიკოლაევს გმირი ქალაქების სტატუსი მიენიჭა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ოთხ ქალაქს : ბუჩას, ირპენს, ახტირკასა და ნიკოლაევს გმირი ქალაქების სტატუსი მიენიჭა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მოგერიებისას საკუთარი ქალაქების დაცვაში მოქალაქეების მიერ გამოვლენილი ღვაწლის, მასობრივი გმირობისა და გამძლეობის აღსანიშნავად, უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მიანიჭოს საპატიო ნიშანი "უკრაინის გმირი ქალაქი" შემდეგ ქალაქებს: ბუჩას (კიევის ოლქი), ირპენს (კიევის ოლქი) ნიკოლაევს (ნიკოლაევის ოლქი) და ახტირკა (სუმის ოლქი)“,- აღნიშნულია განკარგულებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა