ევროპული საბჭო - სანქციებისთვის გვერდის ავლის, ან რუსეთისთვის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა შეწყდეს

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ომის დანაშაულები" უკრაინაში.

„ომის დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპულმა საბჭომ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

საბჭომ მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს ომის ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილებამდე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში.

საბჭომ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და დასაფინანსებლად. გაეროს შეფასებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 3.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის სწრაფად აამოქმედოს შემდგომი კოორდინირებული და „მყარი“ სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

საბჭომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ სანქციებს და გააფრთხილა, რომ „სანქციებისთვის გვერდის ავლის, ან რუსეთისთვის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა შეწყდეს.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა