იაპონიამ რუს ოლიგარქებს, პოლიტიკოსებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის დიმიტრი პესკოვის შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან:

  • პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები;
  • პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი;
  • რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი;
  • რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები
  • სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.

გარდა ამისა, იაპონიამ სანქციები დაუწესა 81 რუსულ კომპანიას და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. იაპონიამ ასევე გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციები. კერძოდ, აკრძალა ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა