ირაკლი შოთაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე - ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია - დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის- „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" წარმოებაში მიღებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამარჯვებად ჩათვლა ნაადრევია.

როგორც გენერალური პროკურორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია, შემიძლია გითხრათ. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, ალბათ, ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს, პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება, წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი", - განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ მართლმსაჯულება, გენერალური პროკურორი პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ.

"ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული, მათ შორის, დაცვის უფლებაც, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომელზეც დღეს დღეობით მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული თუ ბრალდებულია. საუბარია, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია "იმედში" შეჭრასა და დარბევაზე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის ქონების წართმევაზე. საუბარია, მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია. ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია ამ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, მისი როლი",- განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია