„თიბისის“ მხარდაჭერით SMEDA პირველ რეგიონულ ბიზნესფორუმს ატარებს

„თიბისის" მხარდაჭერით, SMEDA პირველ რეგიონულ ბიზნესფორუმს ატარებს, - ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

„ჩვენ ვქმნით უკეთეს ბიზნესგარემოს საქართველოში“ - ამ სლოგანის ქვეშ ორგანიზაციამ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალები გააერთიანა, რომლებიც ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთას უზრუნველყოფენ. ამ დროისთვის SMEDA-ს უკვე 170-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს და 2022 წლის ბოლომდე მათ 2000-მდე გაზრდას გეგმავს.

„SMEDA-ს უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი დაუგროვდა. მათ შორისაა USAID-თან პარტნიორობითა და მხარდაჭერით შექმნილი პროექტები: აქსელერატორი starta, რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის შეიქმნა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო Martex, რომელიც კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს უზრუნველყოფს.

SMEDA-ს მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ციფრულ ფორმატს ენიჭება, რომელიც ამ სფეროში SMEDA-მ საქართველოში პირველმა გამოიყენა და რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დედაქალაქიდან ყველაზე შორს მყოფ რეგიონებთან და იქ არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ.

აჭარის ბიზნესფორუმი, რომელიც "თიბისის" მხარდაჭერით იმართება, ნაწილობრივ სწორედ ციფრულ ფორმატშია დაგეგმილი. SMEDA-ს წარმომადგენლების აზრით, ჰიბრიდული ფორმატი ამ ღონისძიების რადიუსს, მასშტაბს და ეფექტურობას გაზრდის. ბიზნესფორუმზე SMEDA-ს გარდა წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები, ფინანსური ინსტიტუტები და რა თქმა უნდა, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს