„სამართლიანი არჩევნები“ ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების სახელით დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ საუბრობს

„დეზინფორმაციის გავრცელება ექსპერტების სახელით“ - ამ სათაურით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების მიერ „ფეისბუქზე“ „კულუარული ინფორმაციის“ შესახებ გამოქვეყნებული სტატუსების პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოებისა და ცრუ მედიის გვერდების მიერ გავრცელებაზე.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ შეისწავლეს სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა ტაქტიკა. შედეგების მიხედვით, საქმე ეხება დეზინფორმაციის გავრცელების მიზანმიმართულ, ორგანიზებულ სქემას.

„უკანასკნელ პერიოდში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა ტაქტიკა შეისწავლა. მათ შორის გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდი ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების მიერ ფეისბუქზე „კულუარული ინფორმაციის“ შესახებ გამოქვეყნებული სტატუსების პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოებისა და ცრუ მედიის გვერდების მიერ გავრცელებაში მდგომარეობს. ზოგიერთი ონლაინ მედიის სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას მკითხველს ისე სთავაზობს, რომ მათი გადამოწმება არ ხდება. ამასთან, ამ პროცესში ჩართული ექსპერტებისა და სააგენტოების ფაქტობრივად უცვლელი შემადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ საქმე დეზინფორმაციის გავრცელების მიზანმიმართულ, ორგანიზებულ სქემასთან გვაქვს, რაშიც შესაძლოა, უნებლიედ სხვა, მათგან დამოუკიდებელი, აქტორებიც ერთვებოდნენ.

დეზინფორმაციის გავრცელების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები, რომლებიც ექსპერტებად პოზიციონირებენ, „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე „ექსკლუზიური კულუარული ინფორმაციის“ შესახებ სტატუსს აქვეყნებენ. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები და „ფეისბუქზე“ მოქმედი ანონიმური აქტორები კი მოცემული ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას უზრუნველყოფენ ისე, რომ მისი ერთადერთი წყაროს სანდოობა დადასტურებული არ არის. უფრო მეტიც, წარსულში მათ მიერ გავრცელებული მსგავსი სტატიების სიყალბე დადასტურებულია ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ISFED-ის განმარტებით, პროცესზე დაკვირვება აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქმე, უმეტესად, კოორდინირებულ ქმედებასთან გვაქვს და ექსპერტთა განსაზღვრული წრის შეთანხმებულ მოვალეობას წარმოადგენს, სამთავრობო სააგენტოებს სასურველი დეზინფორმაციული ან პროპაგანდისტული გზავნილები მიაწოდონ.

„პროსამთავრობო სააგენტოები წყაროდ ექსპერტად პოზიციონირებადი პირების მოშველიებით თითქოს იცილებენ დეზინფორმაციის უშუალოდ გავრცელების პასუხისმგებლობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მედიის პასუხისმგებლობაა, მკითხველს მხოლოდ უტყუარი და დადასტურებული ინფორმაცია მიაწოდოს. ფეისბუქმომხმარებლის სტატუსი, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ავტორი მის უტყუარობას ამტკიცებდეს არ შეიძლება, მიჩნეულ იქნას საკმარისად სარწმუნო წყაროდ. როგორც ზემოთ მოცემული მაგალითებიდან ჩანს, დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების უმრავლესობა არა თუ არ სთავაზობს მკითხველს ინფორმაციის გადამოწმებას, არამედ დეზინფორმაციის დადასტურების შემდეგაც არ ასწორებს მას. მოცემულ პროცესზე დაკვირვება კი აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქმე, უმეტესად, კოორდინირებულ ქმედებასთან გვაქვს და ექსპერტთა განსაზღვრული წრის შეთანხმებულ მოვალეობას წარმოადგენს, სამთავრობო სააგენტოებს სასურველი დეზინფორმაციული ან პროპაგანდისტული გზავნილები მიაწოდონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ - https://isfed.ge/geo/blogi/dezinformatsiis-tsarmoeba-eqspertebis-sakhelit-fbclid=IwAR1wYWblVitecjJbCVuosKmnRyTRcL6DXoEYvPSD64CcaoDUoy_9HiqOcos.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა