პირთა ასაკი, ვისაც ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა შეეხება, შესაძლოა, შემცირდეს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე ვაქცინაციის ახალი გეგმა განიხილეს, სადაც საუბარი იყო მონეტარულ წახალისებაზე, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ასაკის შემცირებაზე, ასევე ვაქცინაციის მარათონის გააქტიურებაზე.

როგორც ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ვაქცინაციის ახალ გეგმაში მრავალფაქტორულ კამპანიაზეა აქცენტი გაკეთებული, ამასთან არაერთი ახალი მექანიზმი ამუშავდება.

„არ მაქვს ინფორმაცია, როგორი იქნება ეროვნული გეგმის საბოლოო ვარიანტი. იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ გარკვეული საკითხები განვიხილეთ. იქ იყო საუბარი, მათ შორის მონეტარულ წახალისებაზე, ასაკის შემცირებასა და გარკვეული ჯგუფების გამოყოფაზე, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ასევე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გააქტიურებაზე. საუბარი იყო ვაქცინაციის მარათონის სახით ჩატარებული კამპანიის გააქტიურებაზე. წინასწარ გვქონდა აღნიშნულ თემებზე საუბარი. მრავალფაქტორულ კამპანიაზეა აქცენტი გაკეთებული, არამხოლოდ მონეტარული წახალისებაზე, არამედ სხვა მექანიზმების ამუშავება. როგორც ხედავთ, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში ძალიან დაბალია. სამიზნე, რომელიც საქართველოს სჭირდება, მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია აქტუალურია“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა