ირინა ვერეშუკი - მარიუპოლში, ათასობით ადამიანი სარდაფებში რჩება, სადაც მათ წყლის, საკვებისა და მედიკამენტების მცირე რაოდენობა აქვთ

მარიუპოლში, ათასობით ადამიანი სარდაფებში რჩება, სადაც მათ წყლის, საკვებისა და მედიკამენტების მცირე რაოდენობა აქვთ, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი აცხადებს. მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ დღეს, კერძო მანქანებით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, მარიუპოლში უსაფრთხო დერეფანი გაიხსნება.

როგორც BBC-ი იუწყება, ქალაქი რუსულ საჰაერო თავდასხმებსა და საარტილერიო დარტყმებს მუდმივად განიცდის, რაც მცხოვრებლებისთვის სასიკვდილო რისკია.

მათივე ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით გასვლა შეძლეს, რასთან დაკავშირებითაც უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა