მიმდინარე წლის 25 მარტის მონაცემებით, აივ ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 25 მარტის მონაცემებით, აივ ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„სულ საქართველოს ცენტრში რეგისტრირებულია 9268 აივ ინფიცირებული პირი, 6917 – მამაკაცია და 2351 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4645 პაციენტს განუვითარდა, 1956 გარდაიცვალა.

25 მარტის მონაცემებით, ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იტარებს 5740 პაციენტი, მათ შორის 40 ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისი (3478 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1230; შემდეგ იმერეთში 1110; აჭარაში 1069; აფხაზეთში (540); კახეთში (462) ქვემო ქართლში (539); შიდა ქართლში (356); გურიაში (198); სამცხე-ჯავახეთში (129) და ასე შემდეგ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 ვაჟი, 51- გოგონა, 32 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა.

ბოლო წლებში აივინფექციას/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530; 2021 წელს _ 530; 2022 წელს – 106.

2022 წელს გარდაიცვალა 19 აივ ინფიცირებული. 2021 წ. -144, 2020 წ. - 157, 2019 წ. - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. 2022 წელს 19 გარდაცვლილთაგან: 13 მამაკაცია და და 6 ქალი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს