ველური ბუნების სააგენტომ კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყის აღდგენა დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი წითელი ნუსხის სახეობების მცენარეები - ჭალის მუხა, თელა, ძელქვა, ბალამწარა და ტყის წაბლი დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების ღონისძიებები და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება.

„კრწანისის ტყეპარკისთვის ველური ბუნების სააგენტოს მიერ შეიმუშავებულია გასარწყავიანებისა და ტბების აღდგენის გეგმა. ტყეპარკში უკვე განხორციელდა გასარწყავიანების პირველი ეტაპი: აშენდა საშუალო სიმძლავრის სატუმბი სადგური მდინარე მტკვარზე და გრუნტის წყლების ჭაბურღილი, ასევე 100 კვტ-იანი მზის ელექტროსადგური, რომლის გამომუშავებულმა ენერგიამ დააბალანსა სატუმბების ხარჯი. ტყეპარკის ჭალებში სარწყავი არხების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების სააგენტო კრწანისის მზის სადგურისა და სარწყავი სატუმბი სადგურების სიმძლავრის გაზრდას გეგმავს. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, კრწანისის ტყეპარკი მნიშვნელოვანი დატვირთვის რეკრეაციული სივრცე გახდება“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს