აუქციონში გამარჯვებული კომპანიის ინფორმაციით, ე.წ. რიყის დოქების შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმები ამოქმედდება

ე.წ. რიყის დოქების შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმები ამოქმედდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ „რიყის დოქების“ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაში განუცხადეს.

ე.წ.რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაყიდა. სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

როგორც კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან წარდგენილ ინფორმაციაშია აღნიშნული, Global Victory Trust რიყეზე, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა-ნაგებობებში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმების ამოქმედებას გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება დავით ხიდაშელის ოჯახის სოციალური ინვესტიცია საქართველოს დედაქალაქის კულტურულ და შემეცნებით - საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

„ე.წ. რიყის დოქებში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, აიტი აქსელერაციისა და ხელშეწყობის სივრცეები, ვირტუალური ტექნოლოგიური ტურისტული და საგამოფენო დარბაზები, ვირტუალური და ფიზიკური ივენთ ჰოლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, განთავსდება ღვინის საერთაშორისო კონსორციუმი და გონიერი ქალაქების უზრუნველყოფის ცენტრი. ეს იქნება ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც ამ სივრცეების დამთვალიერებს შეუქმნის წარმოადგენას საქართველოზე, როგორც მდიდარი ისტორიისა და არანაკლებ შთამბეჭდავი მომავლის შესახებ“ , - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს