„თიბისი“ ციფრული ბანკის 5 ფუნქციონალზე ინფორმაციას ავრცელებს

„თიბისის“ ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალები, პროდუქტები და სერვისები მუდმივად ემატება, რომლებიც მომხმარებლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს.

„თიბისი“ ციფრული ბანკის 5 ფუნქციონალზე ინფორმაციას ავრცელებს.

„ვალუტის კურსი და კონვერტაცია - „თიბისის“ ციფრულ ბანკში კონვერტაცია ბანკის სტანდარტულ კურსზე უკეთესი პირობებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსითაა შესაძლებელი. გადარიცხვის პროცესის გასამარტივებლად, კონვერტაცია მარტივად, გადარიცხვის ველშივეა შესაძლებელი.

მობილურის ბალანსის შევსება - ციფრულ ბანკში მობილურის ბალანსის შევსება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროვაიდერი მიუთითოს და არსებული შაბლონებიდან მარტივად შეავსოს ბალანსი, ჩარიცხოს თანხა ინტერნეტ პაკეტებისთვის და ა.შ.

კომუნალურების დაჯგუფება - მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის“ მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული, ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და მის დროს ზოგავს.

დამხმარე ღილაკები - „თიბისის“ ციფრულ ბანკში საბანკო ბარათებზე პინკოდის შეცვლა, ბარათის დაბლოკვა, შიდა გადარიცხვა, ასევე რეკვიზიტების და ამონაწერის მიღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. ცოტა ხნის წინ, ციფრულ ბანკს ბარათების ველში სპეციალური შაბლონები დაემატა, რომლებზე დაწკაპუნებითაც აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებს.

ციფრული ბარათი - ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი მიღება და გააქტიურება მობაილბანკში მომენტალურადაა შესაძლებელი. ციფრული ბარათით მომხმარებელი ყველა იმ საბანკო ტრანზაქციას შეასრულებს, რომელსაც პლასტიკური ბარათის გამოყენებისას ახორციელებს.

სერვისების და პროდუქტების გაციფრულების პროცესი, რომელიც „თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, მუდმივად გრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა