დიმიტრი პესკოვი - „დიდი ოცეულის“ ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, ჩვენი გაძევებით საშინელი არაფერი მოხდება

კრემლი, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ბაიდენი, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის „დიდი ოცეულის“ მთავარი ეკონომიკური ჯგუფიდან გაძევებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კრემლის შეხედულებების მიხედვით, მათთვის „დიდი ოცეულიდან“ გაძევება დამღუპველი არ იქნება.

„დიდი ოცეულის“ ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, საშინელი არაფერი მოხდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს