რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონს ეწვივნენ

თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა, სკოლის 50-მდე მოსწავლეს საჩუქრები გადასცეს.

„რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ და სააგენტოს თანამშრომელმა, ხატია გაბისონიამ სკოლის 50-მდე მოსწავლეს სხვადასხვა საჩუქრები, სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული სახარება და ყოველწლიური ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცეს.

სკოლის დირექციამ სააგენტოს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საქველმოქმედო აქციებს და მოსწავლეთა დახმარებას ისინი სამომავლოდაც გეგმავენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა