შს მინისტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა