გია ვოლსკი - აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით ცოდვების შენდობა და ვიყურებით მომავალში

აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით შენდობა ცოდვების და ვიყურებით მომავალში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა შეშფოთებულია ინფორმაციით, თითქოს მსჯელობა მიმდინარეობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება ძალისმიერი მეთოდით განიხილება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ძალიან გახშირდა იმაზე საუბარი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მქონდა შეხვედრა, წერილითაც გაავრცელეს მათ განცხადება, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ ამ განცხადებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა და არა მარტო ქართველები, ვინც არიან ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეშფოთებულები არიან იმ ინფორმაციით, რომ ჩვენ განვიხილავთ ინტენსიურად და თითქოს ასეთი ტრენდი არსებობს, რომ მსჯელობა მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება შეიძლება მოხდეს ძალისმიერი მეთოდით, რაც რასაკვირველია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენი პრინციპი არის ურღვევი და აფხაზებსაც, ქართველებსაც და ოსებსაც თქვენი (ჟურნალისტების) მეშვეობით მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით შენდობა ცოდვების და ვიყურებით მომავალში. ჩვენ ახალგაზრდების, მომავალი თაობის საომარ მოქმედებებში ჩართვა არ გვინდა, მათ შორის, არც ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ასე რომ, ჩვენი პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება