ანჯეი დუდას თვითმფრინავი, მარშრუტის შეცვლის შემდეგ, ჯო ბაიდენთან შესახვედრად ქალაქ ჟეშუვში ცოტა ხნის წინ დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში, ჟეშუვში, აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის წევრებს ხვდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამასთან, როგორც მედია წერს, რამდენიმე წუთის წინ თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთს პრეზიდენტი ანჟეი დუდა იმყოფება, ქალაქ ჟეშუვში დაეშვა.

მანამდე, როცა პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან ჟეშუვში ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიდიოდა, მის თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა მოუწია, რადგან ავარიული დაშვება გახდა საჭირო და ის კვლავ ვარშავაში გაბრუნდა. ინციდენტის ნამდვილობა დაადასტურა თეთრმა სახლმაც.

შესაბამისად, მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა დღის წესრიგი შეცვალა და ის თავდაპირველად აშშ საჰაერო სადესანტო დივიზიას შეხვდება, შემდეგ კი დაგეგმილ ჰუმანიტარულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ბაიდენი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მიიღებს ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ჰუმანიტარული რეაგირების შესახებ ლტოლვილთა კრიზისზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა