რუსი გენერალი აცხადებს, რომ რუსეთი ახლა მთავარ საომარ ძალისხმევას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის ,,სრული გათავისუფლებისკენ“ მიმართავს

რუსეთის არმიის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი ახლა მთავარ საომარ ძალისხმევას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის ,,სრული გათავისუფლებისკენ“ მიმართავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ორ ვარიანტს თავისი "სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" - ერთი მოიცავს მთელ უკრაინას, ერთი კი ფოკუსირებულია დონბასზე.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის 93% და დონეცკის ოლქის 54% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.

მისი თქმით, რუსეთმა გაანადგურა უკრაინის საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების აბსოლუტური უმრავლესობა და ეს იყო კონფლიქტის პირველი ეტაპის წარმატებული დასასრული.

ამასთან თავდაცვის სამინისტრომ არ გამორიცხა ბლოკადირებული უკრაინის ქალაქების შტურმი და განაცხადა, რომ რუსეთს დაუყოვნებლივ ექნება რეაგირება ნებისმიერ ნაბიჯზე უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. რუსული სააგენტოს RIA-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რუსეთი გააგრძელებს შეჭრას მანამ, სანამ პუტინის მიერ დასახული მიზნები არ მიიღწევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო