ალექსანდრე ლუკაშენკო - ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი

ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ინფორმაციულ სფეროსა და მედიის ქმედებებთან დაკავშირებულ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ თავად დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნიდან „გაქცეული ოპოზიცია“ და მისი მხარდამჭერები ბელარუსების ემოციებით თამაშობენ, როცა აცხადებენ, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩართვას აპირებს.

„ათას ოცჯერ ვთქვი, უკრაინაში ბრძოლა ჩვენს გეგმებში არ შედის. ახლა ეს ცხელი თემაა. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება და ჩვენ წყნარად უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა მან.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ბრძოლისთვის მოხალისეთა ჯგუფებს ქმნიან და უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობაში ოპოზიციონერები თავად დაადანაშაულა.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში სავარაუდო ჩართვის შესახებ უცხოეთში გაკეთებული განცხადებების მიზანი "საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა იმისათვის, რომ ომში ჩაგვითრიონ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა