ზაპოროჟიეს ოფიციალური პირის ინფორმაციით, მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა აჯანყება მოაწყვეს და უარი თქვეს ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე

მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს. 70 სამხედრომ უარი თქვა მათი ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური "ფეისბუქზე" იტყობინება.

„24 მარტს მივიღეთ ინფორმაცია, რომ 70-მა რუსმა სამხედრომ მოაწყო ბუნტი მელიტოპოლში განლაგებულ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ნაწილებში და უარი თქვა მათი ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე და ზაპოროჟიეს დამცველების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. ჩვენ ვურჩევთ ოკუპანტებს: დანებდით, მიიღეთ შანსი დარჩეთ ცოცხლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა