მედია - რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჩავიდა

რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჩავიდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლონელი ჟურნალისტი იაკობ სტახოვიაკი ავრცელებს. „გუშინ (24 მარტს), რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად, სპეციალური მატარებლით ჩავიდა. შესაძლოა, შედგეს არაფორმალური შეხვედრა ჯო ბაიდენთან. პუტინმა გამოაგზავნა მილიარდერი?“, - სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა.

მისივე ინფორმაციით, ოლიგარქმა პოლონეთის საზღვარი პორტუგალიური პარსპორტით გადაკვეთა.

UNIAN-ი ასევე წერს, რომ ცოტა ხნით ადრე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა ჯო ბაიდენს, რომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს, რადგან რუსი ოლიგარქი, შესაძლოა, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.

ცნობისთვის, აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი პოლონეთში საქმიანი ვიზიტით 25 მარტს საღამოს ჩავიდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს