„ინტერპოლი“ მოლდოვაში, ტრეფიკინგის საშიშროების ფონზე, ჯგუფს აგზავნის

ორგანიზაცია “ინტერპოლმა” მოლდოვაში, უკრაინიდან ჩასული ლტოლვილების დიდი ნაკადის ფონზე, ტრეფიკინგის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ჯგუფი გაგზავნა.

CNN-ის ინფორმაციით, „ინტერპოლის“ თანამშრომლები დედაქალაქ კიშინიოვსა და ლტოლვილთა სხვადასხვა ბანაკებში განთავსდებიან.

უწყების ცნობით, მათ უკვე მიიღეს შეტყობინებები ადამიანებით მოვაჭრეებისა და კონტრაბანდისტების შესახებ, რომლებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ჩასაფრებულები არიან იმისთვის, რომ „დაუცველ უკრაინელებზე ინადირონ.“

„ბავშვები და თანმხლები პირების გარეშე მყოფი არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან კონტრაბანდისტებისა და ადამიანებით მოვაჭრეების მიერ ექსპლუატაციის განხორციელების მიმართ“, - აცხადებენ „ინტერპოლში“.

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეზობელ მოლდოვას თითქმის 380 000-მა უკრაინელმა შეაფარა თავი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა