ჯო ბაიდენი გამოხატავს "იმედგაცრუებას", რომ პირადად ვერ ნახულობს ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა პოლონეთში ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უკრაინაში დახმარების გაგზავნისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა გამოხატა "იმედგაცრუება", რომ პირადად ვერ ნახულობს ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში.

"მე აქ ვარ პოლონეთში, რათა ვნახო ჰუმანიტარული კრიზისი და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩემი იმედგაცრუების ნაწილი არის ის, რომ მე ვერ ვხედავ ამას პირადად, როგორც სხვა ადგილებში. ისინი არ მიშვებენ", - განაცხადა მან.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მას სურს ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან მოისმინოს იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ისინი.

”გასაგებია, ვხვდები, გადაკვეთ საზღვარს და ნახავ თუ რა ხდება უკრაინაში. დიდი სურვილი მაქვს მოვისმინო თქვენგან ჰუმანიტარულ საზოგადოებისგან იმის შესახებ, თუ რას ხედავთ, რას აკეთებთ და რას ფიქრობთ, საით მივდივართ", - განაცხადა მან.

ამასთან ბაიდენის თქმით, ჰუმანიტარულ პასუხს აქვს "უზარმაზარი შედეგი" და დასძინა, რომ უკრაინელებს სასწრაფოდ სჭირდებათ სასიცოცხლო პროდუქტი, როგორიცაა საკვები, საბნები, ფული და მედიკამენტები.

"ტანჯვა, რომელიც ახლა ხდება, თქვენს საზღვართანაა. თქვენ ხართ ისინი, ვინც რისკავთ, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენს სიცოცხლეს... და ამერიკელი ხალხი ამაყობს თქვენი მხარდაჭერის მცდელობებით", - განაცხადა მან.

ბაიდენის ადმინისტრაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ აშშ 1 მილიარდ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს.

გაეროს შეფასებით, უკრაინიდან დაახლოებით 3,6 მილიონი ლტოლვილი გაიქცა, მათი უმრავლესობა პოლონეთში ჩავიდა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს