ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპოლში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია - პლანეტაზე ყველამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია, რადგან ოკუპანტები ქალაქში ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.

მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ბლოკირებული ქალაქებიდან 18 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და 37 606 ადამიანი გამოიყვანეს. აქედან, მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე 26 477 მოქალაქე ჩაიყვანეს.

"ქალაქში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია. რუსი სამხედროები არანაირ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ. ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთ პროპაგანდისტულ სპექტაკლებში იყენებენ, თითქოს, დაიწყეს ხალხისთვის რაღაცის დარიგება", - განაცადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ის გააგრძელებს სხვა ქვეყნების ხალხების დეტალურად ინფორმირებას ოკუპანტების ასეთი "ამაზრზენი ცინიზმის" შესახებ, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის ყველა დანაშაულის შესახებ მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„პლანეტაზე ყველამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი, რათა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა რუსი სამხედროებისთვის გარდაუვალი და რაც შეიძლება მკაცრი გახდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა