CNN - ხერსონი კვლავ რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა

ქალაქი ხერსონი რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ რჩება, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ვნახე რუსი სამხედროები იარაღებით ხელში ბაზარში, სადაც, სავარაუდოდ ბოსტნეულის საყიდლად იმყოფებოდნენ”,- განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ტელეკომპანიასთან საუბრისას.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ხერსონს სრულად აღარ აკონტროლებს. კერძოდ, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია იმ ტერიტორიებზე მწვავე ბრძოლების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც მანამდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ იყო.

„როგორც ჩანს, ხერსონი რუსეთის ისეთი მტკიცე კონტროლის ქვეშ აღარ არის, როგორც მანამდე. ხერსონი, ფაქტობრივად, კვლავ სადავო ტერიტორიაა“,- აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო