ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის გეგმაში „ვაგნერის“ წევრები იყვნენ ჩართულები

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული.

„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია.

„ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს”, - აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დაჯგუფება დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან, თუმცა ის „ვაგნერთან“ ყველანაირ ურთიერთობას უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს