ემანუელ მაკრონი გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე ვლადიმერ პუტინის მოთხოვნას არ ეთანხმება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი, რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე რუსეთის მოთხოვნას დასთანხმდნენ.

"ყველა ტექსტი, რომელიც ხელმოწერილია, ნათელია. ეს აკრძალულია. ევროპულმა ფირმებმა, რომლებიც ყიდულობენ გაზს და რომლებიც ოპერირებენ ევროპის ტერიტორიაზე, ეს უნდა განახორციელონ ევროში. ამიტომ, დღეს შეუძლებელია იმის გაკეთება, რასაც ითხოვენ, ეს არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული“, - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სურს, "არამეგობრულმა" ქვეყნებმა მისი გაზი რუბლით იყიდონ. როგორც ცნობილია, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსული ვალუტის გამყარებას, რომელიც წელს მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა