პოლონეთის პრემიერი ნატო-ს წევრ ქვეყნებს - წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ხდება მარიუპოლი - დაბომბილი ქალაქი, რომლიდანაც ადამიანები იძულებული არიან გაიქცნენ

წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ხდება მარიუპოლი - დაბომბილი ქალაქი, რომლიდანაც ადამიანები იძულებული არიან გაიქცნენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ნატო-ს იმ ქვეყნებს მოუწოდა, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილები უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის იზრდება უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის მხარდამჭერთა რაოდენობა, თუმცა ისინიც ალიანსის საერთო მხარდაჭერას ელიან.

„ჩვენ უკვე ვიცით მედიიდან, რომ სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით დადებითი რეაქციები მოდიოდა დანიიდან და ლიეტუვიდან. დღეს მე შემიძალია გითხრათ, რომ სხვა წევრმა ქვეყნებმაც გამოხატეს მხარდაჭრა, მაგრამ ისინიც ელიან გარკვეულ მხარდაჭერას და საერთო ხმას ნატო-ს მხრიდან. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ ეს უნდა იყოს ნატო-ს მისია“,- განაცხადა მორავეცკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა