შეიარაღებული ძალების ინფორმაციით,  უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გუშინ 170 ოკუპანტის ლიკვიდირება განახორციელეს

უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გუშინ 170 ოკუპანტის ლიკვიდირება განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს. ჰაერსაწინააღმდეგ თავდაცვის ქვედანაყოფებმა 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ვერტმფრენი და 5 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ავიაგამანადგურებლების მეშვეობით მიიტანა სარაკეტო იერიში ოკუპანტების სამხედრო აღჭურვილობის კოლონებსა და ჯარების კონცენტრირების ადგილებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო