გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პროგრამა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობიერების ამაღლების კომპონენტშია ჩართული. შეხვედრებზე, მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ დონეზე გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მუნიციპალიტეტების უფლება-მოვალეობები გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარებასა და კანონმდებლობის აღსრულებაში.

„პირველ ეტაპზე, ჩოხატაურის, ქედის და გორის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, ხოლო შემდეგ სამინისტროს, ცენტრის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ჩართულობით პირისპირ სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.

გარემოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვით უფლებებსა და მოვალეობებში გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვითი დემოკრატიის მისაღწევად“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს