„ნოვაია გაზეტა“ -  რუსეთი უკრაინაში ომისთვის „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს შეიყვანს - უკრაინელების მკვლელობისთვის მებრძოლებს თვეში 1500 დოლარს დაჰპირდნენ

რუსული ოპოზიციური გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ მზადაა რუსეთის ფედერაციის მხარეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში საომრად „ჰეზბოლას“ 800 მეომარი შევა. გაზეთი წერს, რომ უკრაინელების მკვლელობისთვის მებრძოლებს თვეში 1500 დოლარს დაჰპირდნენ.

მათივე ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან ამ საკითხზე შეხვედრა უკვე გამართეს.

ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც 1985 წელს დაარსდა. ისრაელი, აშშ და კანადა „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა