პატრიარქი - სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო, ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ, ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

პატრიარქის სამძიმრის წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთის ტაძარში გააცნო.

„სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გარდაცვლილი სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვილი აღავლინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს