მეუფე იაკობი - ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს, არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ - უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ

ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა - მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ომის დროს ჰუმანიზმი არ არსებობს.

„ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა. ვუსმენ ხოლმე, ომის დროს არავითარი ჰუმანიზმი არ არსებობს. როგორი ადამიანიც არის, ისე იბრძვის. როგორც აღზარდეს, ისე იბრძვის. მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ძალიან განვიცდი არამარტო ჩვენებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ომი შეიწირავს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, თუ რას შეეწირნენ ქართველი სამხედროები, მეუფე იაკობი განმარტავს, რომ ქართველი სამხედროები უკრაინას შეეწირნენ.

„არ იცით რასაც შეეწირნენ? დღეს უკრაინას უჭირს და უკრაინას შეეწირნენ. თუ მსოფლიოს საკითხი გაინტერესებთ, მიამიტი არ ვარ. ვიცი პოლიტიკაში, დიპლომატიაში რა ხდება. არც დიპლომატიურად ვისაუბრებ და არც როგორც პოლიტიკოსი. როგორც სასულიერო პირი ისე გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ. მე გეუბნებით, სადაც წყდება მსოფლიოს ბედი, პირველ რიგში, ზეცაში წყდება, დედამიწაზე წყდება უდიდეს სახელმწიფოებს შორის. სამწუხაროდ, სანამ პოლუსები იქნება, იქამდე იქნება ასეთი საშინელი რამ“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო