მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე - მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ, ალბათ, პრეზიდენტმა არ იცის და შესაძლოა, ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს

შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს პრეზიდენტის განცხადებას, რითაც შესაძლოა მიუთითებდა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

„ავტოკეფალიაზე რასაც ვფიქრობ, მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. წლები გადის და ისე აღიარებენ. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინაში ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი იბადება. ამასთან პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს